განდეგილი

ბეთლემი

ილია ჭავჭავაძის პოემა “განდეგილი” ბერის ცხოვრებას აღწერს, რომელიც ცდილობს წუთისოფლის ყველა ცდუნებას აერიდოს და ამის გამო განცალკევებით მდგარ მონასტერში იკეთებს კერას.

kelia

  Read More…

კაცია ადამიანი?!

 

bscap0759un3ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,კაცია ადამიანის” ერთ-ერთი მთავარი გმირი ლუარსაბ თათქარიძეა. კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი თავადი გახლდათ. თავი ისეთი მსხვილი ჰქონდა, რომ კაცი იფიქრებდა კისერი მხრებში ჩაუცვენიაო, წითელი ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი თვალები, რომელიც ყოველთვის ჩასისხლიანებული ჰქონდა, მეტყველად გამოიყურებოდა. მის აღნაგობას ასევე გაბერილი და მეტად პატივსაცემი ღიპიც ემატებოდა. წითელი თურაშაულის ვაშლივით აწითლებული ლოყები და მსუქანი კოტიტა თითები. ლუარსაბისთვის, რომ ქართველ კაცს შეეხედა ,,იმ მონაბერ სულს ვერსად დაინახავდა, თითქო ჩამკვდარაო” ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. ,,ქართველ კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი”, ,,ის მონაბერი სული” ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა ლუარსაბმა?

Read More…

მგზავრის წერილები

ჩემი აზრი პერსონაჟებისა და მოვლენების შესახებ

“მგზავრის წერილების” თითოეულ პერსონაჟს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისება და შესაბამისად დანიშნულება აქვს. თუმცა შეიძლება ყოველი მათგანის შესახებ მკითხველს განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდეს. მაგალითად,  ავტორი ლელთ ღუნიას სახით  გვიხატავს მათი დროის პატრიოტსა და ხალხის მიმართ კრიტიკით განწყობილ ადამიანს. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავისი ლელთ-ღუნია, რომელსაც ობიექტური საუბარი შეუძლია სამშობლოს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეზე.8805mgzavris werilebi Read More…

მგზვრის წერილები

მთავარი სათქმელი

image023

გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც “მგზავრის წერილებშია” განხილული, ავტორი გვთავაზობის მათი გადაჭრის გზებსაც. ილია ცივი, უძრავი მყინვარისა და მოუსვენარი თერგის, ნათელი დილისა და ბოროტებით სავსე ღამის შედარებას იყენებს, რომ დაგვანახოს მოძრაობისა და მოქმედების აუცილებლობა. მას არ ეშინია გარდამტეხი ცვლილებებისა და არეულობისა.”როვოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობა მოაქვს, ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაწმნდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”. იგი შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ერის გამოღვიძებაში ხედავს. საჭიროა ხალხმა თავისი ცოდნა ქვეყნის ძლიერებასა და ერთიანობისთვის გამოიყენოს. თერგის მაგალითზე ავტორი იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებმაც რუსეთის ქვეშევრდომად გახდომის შემდეგ ბრძოლის დაწყების მაგივრად “რუსული ქუდები” მოირგეს. ” მაგრამ მაინც-და-მაინც, ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს”. თვითონ კი ნატრობს, განათლების მიღებაში გატარებული ოთხი  წელიწადი სამშობლოსათვის სასიკეთოდ გამოიყენოს. იგი ეძებს ადამიანს, რომელიც სამშობლოზე ფიქრით ძილშიც ვერ ისვენებს. მხოლოდ ასეთი ხალხის წყალობით შეიძლება მდგომარეობის სასიკეთოდ წარმართვა. თუმცა მხოლოდ ფიქრით სამშობლო წინ ვერ წავა: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის დონისა და სიცოცხლის მიმცემი” Read More…

ოთარაანთ ქვრივი

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ გახლავთ ცხოვრებისეული ნაწარმოები. მოთხრობის მთავარი გმირი  ოთარაანთ ქვრივი ძალიან კეთილი იყო და გული შესტკიოდა  ყველა გაჭირვებულზე. ამ გულის ტკივილის გამო ცდილობდა ყველას შეძლებისდაგვარად დახმარებოდა და ცხოვრებისეული ტვირთი შეუმსუბუქებინა მათთვის.  კვირაში ერთხელ, გაჭირვებული მრავალშვილიანი ქვრივისთვის გადაჰქონდა ხოლმე პური.  საკვებს მათხოვრებსაც აძლევდა და ამით გარშემომყოფთა მადლს ისხამდა.p1040940 Read More…

მგზავრის წერილები

ეპოქისა და ნაწარმოების დაკავშირება

“მგზავრის წერილები” ერთი კონკრეტული ნაწარმოები კი არ არის, არამედ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი პროგრამა, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა XIX  საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის მიმართულება.  ნაწარმოების გმირები  ნათლად აჩენენ სხვადასხვა პრობლემის არსსა და გადაჭრის გზას. თუკი რუსი “იამშჩიკის” სახით ილიამ ჩამორჩენილი რუსეთის სახე აჩვენა, ფრანსიელი  განვითარებული და მოწესრიგებული ევროპის სიმბოლურ სახედ გვევლინება. “მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულმუცელი” – ამბობს ფრანგი და თან სიცილით შეჰყურებს “პოვოსკასა” და მთელ რუსეთს. თუმცა განუვითარებელი რუსეთი საქართველოს არ თმობდა და არც წინ წასვლის საშუალებას აძლევდა. რუს ხალხს ქართველები გაუნათლებელი და მდაბიონი წარმოედგინათ  და თავი  მათ გადამრჩენელად დაესახათ. “ბარაქალა მართმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას”- ამბობს რუსი ოფიცერი და თავისი ჭკუითა და გონებით ტრაბახობს ქართველთან, რომელიც სინამდვილეში მასზე გონიერიც იყო, ჭკვიანიც და განათლებულიც. Read More…

მგზავრის წერილები

ავტორის ფსიქოლოგიური პორტრეტი 

“მგზავრის წერილებში” ავტორი მრავალ საკითხზე გვაცნობს თავის შეხედულებასა და პოზიციას . იგი პატრიოტი ადამიანია და მის უმთავრეს სადარდებელსა და საფიქრალს სამშობლო წარმოადგენს. ილიას ახარებდა შინ დაბრუნება და თერგის ხმაურის მოსმენა. მისთვის რუსეთში გატარებული ოთხი წელი ბეწვის ხიდი იყო სიბნელესა და სინათლეს შორის. ამავე დროს კი მთელი საუკუნე სამშობლოსგან მოშორებულისათვის. Read More…