მგზვრის წერილები

მთავარი სათქმელი

image023

გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც “მგზავრის წერილებშია” განხილული, ავტორი გვთავაზობის მათი გადაჭრის გზებსაც. ილია ცივი, უძრავი მყინვარისა და მოუსვენარი თერგის, ნათელი დილისა და ბოროტებით სავსე ღამის შედარებას იყენებს, რომ დაგვანახოს მოძრაობისა და მოქმედების აუცილებლობა. მას არ ეშინია გარდამტეხი ცვლილებებისა და არეულობისა.”როვოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობა მოაქვს, ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაწმნდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”. იგი შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ერის გამოღვიძებაში ხედავს. საჭიროა ხალხმა თავისი ცოდნა ქვეყნის ძლიერებასა და ერთიანობისთვის გამოიყენოს. თერგის მაგალითზე ავტორი იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებმაც რუსეთის ქვეშევრდომად გახდომის შემდეგ ბრძოლის დაწყების მაგივრად “რუსული ქუდები” მოირგეს. ” მაგრამ მაინც-და-მაინც, ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს”. თვითონ კი ნატრობს, განათლების მიღებაში გატარებული ოთხი  წელიწადი სამშობლოსათვის სასიკეთოდ გამოიყენოს. იგი ეძებს ადამიანს, რომელიც სამშობლოზე ფიქრით ძილშიც ვერ ისვენებს. მხოლოდ ასეთი ხალხის წყალობით შეიძლება მდგომარეობის სასიკეთოდ წარმართვა. თუმცა მხოლოდ ფიქრით სამშობლო წინ ვერ წავა: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის დონისა და სიცოცხლის მიმცემი”

ავტორი იმედით შეჰყურებს მომავალს, რომელიც მას და მთელ ქვეყანას გაბრწყინებას უქადის, “დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა” . თუმცა ამავე დროს, სვამს კითხვას: ” როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?!” პასუხს კი საყვარელი მიწა-წყლისგან მოელის.

Leave a comment