მგზავრის წერილები

ჩემი აზრი პერსონაჟებისა და მოვლენების შესახებ

“მგზავრის წერილების” თითოეულ პერსონაჟს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისება და შესაბამისად დანიშნულება აქვს. თუმცა შეიძლება ყოველი მათგანის შესახებ მკითხველს განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდეს. მაგალითად,  ავტორი ლელთ ღუნიას სახით  გვიხატავს მათი დროის პატრიოტსა და ხალხის მიმართ კრიტიკით განწყობილ ადამიანს. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავისი ლელთ-ღუნია, რომელსაც ობიექტური საუბარი შეუძლია სამშობლოს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეზე.8805mgzavris werilebi

 

მწერალი გვიხატავს ამბიციურ და ქედმაღალ რუს ოფიცერს, რომელიც მკითხველის სიმპათიას ვერ იმსახურებს. ეს გასაკვირი არცაა, იგი ხომ  გროტესკული სახეა რუსი დამპყრობლისა.

XIX  საუკუნის მოვლენები სავალალოა. ის , რომ ქართველი ხალხი რუსეთის ბატონობის ქვეშ იყო, მთლიანად ცვლიდა ვითარებას. ოდითგანვე საქართველო მსხვერპლი იყო, მაგრამ არასოდეს მონა. გულსატკენია, ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, იმედი და მომავლის რწმენა ჰქონდათ დაკარგული.  ნებისმიერი ქართველი ამ ყველაფერს ტრაგიკულად აღიქვამდა, მაგრამ ცხოვრებას მაინც აგრძელებდა.  მათ თავიანთი თავი აღარ “ეყუდვნოდათ”, თუმცა ამის გამოსწორებას და დამოუკიდებლობის აღდგენას არ ცდილობდნენ. ამ დროს აუცილებელია ერთსულოვნება, ერთობა და ძლიერება. ის, რომ ყველას, ყოველთვის, ყველგან დაუმტკიცო შენი ქვეყნის სიყვარული, ზემოთ ხსენებული გრძნობებია საჭირო.

დღესდღეობით საქართველო დამოუკიდებელია, თუმცა ხალხში ხიდჩატეხილობის პრობლემა მაინც არის. ალბათ, ნდობისა და ერთობის აღდგენისთვის დიდი დროა საჭირო. ადამიანებმა თავიდან უნდა ისწავლონ ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარული. საზოგადობა უნდა შეეცადოს ჩატეხილი ხიდის გამთელებას. ჩვენც მზად ვართ ქვეყნის წინაშე წამოჭრილი პრობელემების მოსაგვარებლად. მე კი ხალხს მოვუწოდებ, რომ იყვნენ ოპტიმისტები, ყოველ ბნელ ღამეს ხომ ნათელი დღე მოჰყვება.

Leave a comment