ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე გამოჩენილი პოეტი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მან დიდი წვლილი შეიტანა XIXს-ის ქართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უცხოეთში განათლება მიღებული ილია სამშობლოში დაბრუნებისას ცდილობს ქართველ ხალხს ასწავლოს ცხოვრების არსი,მიზანი და ზოგადად ადამიანის დანიშნულება .

ილია ჭავჭავაძე  რეალიზმის  წარმომადგენელი იყო სწორედ რეალისტები აღწერენ ცხოვრებას ყოველგვარი  შელამაზების გარეშე.images

როგორც ვიცით, რომანტიკოსები ცხოვრებას გაურბოდნენ და ბუნების წიაღში განმარტოებულნი ეძლეოდნენ მწუხარებას,მაგრამ, ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როცა აუცილებლად გახდა თუნდაც ყველაზე მიუღებელი ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთობების ფხიზელი გონებით შეფასება. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ახალი მხატრული სტილი რეალიზმის სახელწოდებით. რეალისტებმა გაქცევას შუაგულში  ყოფნა არჩიეს. რეალისტური პრინციპებით საზრდოებდნენ XIX-ის 60-იანი წლებში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც „თეთრგდალეულთა“ სახელწოდებით არიან ცნობილნი.

თერგდალეულები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი,კირილე, ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი და სხვა.

თერგდალეულთა წრის ჟურნალ-გაზეთები იყო „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „კრებული“. თერგდალეულობის, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა,არის სწორედ ამ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თხზულებანი გამოხატავენ.

თერგდალეულთა მოძრაობის დასაწყისად მიჩნეული 1861 წელი, როცა ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა  კაზლოვის-მიქი  „შეშლილის“ თარგმანზედა ამ სტატიას მაშინდელი ქართულ საზოგადოებაში ცხარე კამათი მოჰყვა. საზოგადოება ორად გაიყო ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ ილია ჭავჭავაძეს, ხოლო ხანდაზმულები გულმხურვალედ ედავებოდნენ მას შემდგომ ამ დავა-პაექრობას „მამათა და შვილთა ბრძოლა“ უწოდეს.

თერგდალეულებთა მოღვაწეობას ერთ-ერთი მიზანი იყო დრომოჭმული ბატონყმობის გაუქმება და სწავლა-განათლების გავრცელება საზოგადოებაში. სწორედ ამ მიზნით  შეიქმნა მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“. ილიას ბევრი უფიქრია „კაცია-ადამიანის?!“ დასაწყისზე: იგი ამბობს „ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ მიიღებს , ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას და „გიჟიას“ დაუძახებენ ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა ,“ თუმცა მიუხედავად ამისა მწერალი დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და გულის გასაკეთებლად გონიერ ანალიზსაც იშველიებს: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.

Leave a comment