ოთარაანთ ქვრივი

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ გახლავთ ცხოვრებისეული ნაწარმოები. მოთხრობის მთავარი გმირი  ოთარაანთ ქვრივი ძალიან კეთილი იყო და გული შესტკიოდა  ყველა გაჭირვებულზე. ამ გულის ტკივილის გამო ცდილობდა ყველას შეძლებისდაგვარად დახმარებოდა და ცხოვრებისეული ტვირთი შეუმსუბუქებინა მათთვის.  კვირაში ერთხელ, გაჭირვებული მრავალშვილიანი ქვრივისთვის გადაჰქონდა ხოლმე პური.  საკვებს მათხოვრებსაც აძლევდა და ამით გარშემომყოფთა მადლს ისხამდა.p1040940

ერთი შეხედვით,მკითხველს ოთარაანთ ქვრივი ხორცშესხმული ანგელოზი ეგონებოდა, რომელიც უანგაროდ აფრქვევდა მადლს სხვისთვის და ეს ასეც იყო, მაგრამ მას იშვიათად თუ ამოუვიდოდა პირიდან წყნარი, ტკბილი და შესაქები სიტყვები. თუ სიკეთეს უკეთებდა ადამიანს, აუცილებლად კარგად გამოლანძღავდა უმაქნისობისა და გულმკვდარობის გამო. მისი თანასოფლელები შეჩვეულნი იყვნენ ქვრივის ამგვარ ხასიათს და მისი  რიდი ჰქონდათ, მტირალა და ურჩ ბავშვებსაც კი  დედები ქვრვის სახელის ხსენებით აშინებდნენ.

მართალია, ქვრივს მწყრალი ხასიათი ჰქონდა და მადლს ყოველთვის პილპილს აყრიდა, მაგრამ ის ძალიან სამართლიანი იყო. იმდენად სამართლიანი,რომ ერთხელ ერთი ქათმის გულისთვის მანამ იბრძოლა, სანამ ბატონს ერთი ათმაგად არ დაუსვა. მისთვის სულ ერთი იყო მდიდარი და ღარიბი, ცუდს არავის აკადრებდა და არ მოიქცეოდა უსამართლოდ,მაგრამ ამას არც სხვას არ აპატიებდაოთარაანთ ქვრივს, ნაადრევად გარდაცვლილი ქმრისგან , დარჩენოდა ვაჟი, მას გიორგი ერქვა, ის იყო მაღალი მხარბეჭიანი, შავგვრემანი ახალგაზრდა, სიცილი დიდად არ უყვარდა , თუმცა თურმე ძალიან უხდებოდა. მისი თანასოფლელი გოგოები, გიორგის მიმართ გულგრილი არ იყვნენ, თუმცა ვაჟი ყურადგებას არავის არ აქცევდა.  ის გულჩათხრობილი ადამანი იყო, თავისი ხასიათით მამამისს არ ჰგავდა.

დედას შვილი ძალიან ძლიერ უყვარდა და აღმერთებდა, რადგან მასში თავის მეუღლეს ხედავდა. მის ვაჟკაცურ საქციელს და სიამაყით ივსებოდა. ქვრივს მხოლოდ ერთადერთი შვილისთვის ამოსდიოდა პირიდან ტკბილი სიტყვა. ოთარაანთ გიორგიზე შეიძლება ითქვას ასეთი ანდაზა: ,,დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო” . მართალია ცხონებულ მამამისს მხიარული ხასიათით არ ჰგავდა, თუმცა ეტყობოდა რა მამის შვილი იყო. დედას კი სამართლიანობაში დაემსგავსა. ასეთი დედის შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა და სწორედ ამიტომ ეამაყებოდა ქვრივს თავისი მამით ობოლი დედისერთა შვილით.

გიორგის მოწყენილი ხასიათი, შეიძლება ავხსნათ იმით, რომ ის უიმედოდ იყო შეყვარებული  თავადის ქალიშვილ კესოზე. თქმას ვერ უბედავდა და გადაეწყვიტა, რომ მოჯამაგირედ დასდგომოდა თავის გულის სწორს და მის ძმას არჩილს. დედისთვის ამის თქმა ერიდებოდა, თუმცა როდესაც უთხრა უარი არც მიუღია.  images (2)

გიორგის სოფელში კარგი სახელი ჰქონდა, არჩილთანაც დიდი კეთილანწყობა დაიმსახურა. არც თავადი და–ძმა იყო ცუდი ხალხი, როდესაც გიორგიმ გადაწყვიტა მათთან წასვლა, თავადებმა ნებართვა ოთარაანთ ქვრივისაგან აიღეს. ნათქვამია: ,,კვიცი გვარზე ხტისო”. აშკარაა, რომ ვაჟი დედას ჰგავდა ხასიათში. რაც დაამტკიცა არჩილის ოჯახში, როდესაც უსამართლო მოჯამაგირეს შეურაცხყოფა არ აპატია და სცემა, მართალიც იყო გიორგი, რადგან მან თავისი ღირსება, დედის სახელი და ოჯახიშვილობა დაიცვა. მას ეტყობოდა თუ რა დედის გაზრდილი იყო და როგორი პატიოსანი ოჯახიდან იყო გამოსული. შვილის საქციელი ხომ ნათლად მეტყველებს მის ოჯახზე.
სამწუხაროდ თავადის ქალიშვილ კესოზე, უიმედოდ შეყვარებულმა ოთარაანთ გიორგიმ, ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, ერთადერთი შვილის დაღუპვის ამბავს, ქვრივს ვერავინ ვერ აგებინებდა, რადგან რიდი ჰქონდათ, განსაკუთრებიტ კი არჩილსა და კესოს, რადგან მათ ოჯახში დატრიალდა ასეთი უბედურება, როდესაც მომაკვდავ შვილთან მივიდა დედა, მან კვლავ გამოავლინა თავისი ძლიერი ხასიათი, ცრემლი კი ჩამოუვარდა და დაეცა გიორგის გულზედ, მაგრამ სახეზე არ შეიტყო მოცუხმა დედან, თუ რა ტკივილს განიცდიდა მისი დაკოდილი გული.
ჩემი აზრით ოთარაანთ ქვრივი და მისი შვილი გიორგი, იგვლივ მყოფთატვის გადაშლილი წიგნები იყვნენ, რომელსაც მხოლოდ წაკითხვა უნდოდა და შეცნობა, თუმცა ეს ვერ მოახერხა ბევრმა, ბევრს ეს წიგნები არც შეუმჩნევია…

images (1)სამწუხაროდ, თავადის ქალ კესოზე უიმედოდ შეყვარებულმა ოთარაანთ გიორგიმ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ერთადერთი შვილის დაღუპის ამბავს ოთარაანთ ქვრივს ვერავინ ვერ აგებინებდა, რადგან რიდი ჰქონდათ. განსაკუთრებით კი არჩილსა და კესოს, რადგან მათ ოჯახში დატრიალდა ასეთი დიდი უბედურება, როდესაც მომაკვდავ შვილთან მივიდა დედა, მან კვლავ გამოავლინა თავისი ძლიერი ხასიათი.ცრემლი კი ჩამოვარდა და დაეცა გიორგის გულზე, მაგრამ მის სახეზე ტკივილი არ აღბეჭდილა.

ოთარაანთ ქვრივს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მთლიანად მომავლის იმედი თავის ვაჟზე ჰქონდა გადატანილი. ხოლო გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მოხუც დედას მხოლოდ სიკვდილის იმედიღა დარჩა. მისთვის შვება იყო სააქაო ცხოვრებისგან თავის დაღწევა.როგორც ვიცით ქვრივს მკაცრიხასიათი ჰქონდა და ასევე გააჩნდა თავისი შეხედულებები იმსამყაროზე, გარენიზე და გარშემომყოფებზე, სადაც თავიდანვე ცხოვრობდა. მაგალითად, ტბკილ სიტყვაზე ასე ამბობდა: ,, ტკბილი სიტყვა რა არისო! _ იტყოდა ხოლმე _ ამ გამწარებულს ქუთისოფფელში ტკბილისიტყვა სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს, რას მიქვიანტკბილისიტყვა სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილისიტყვა. ქვრივის ასეთი დამოკიდებულება ცხივრებისეულ საკითხებზე და ორგვლიმტოფებზე, ალბათ თავად მისმა ცხოვრებამ განაპირობა, ის ნაადრევად დაქვრივდა.

ჩემი აზრით, ოთარაანთ ქვრივი და მისი შვილი გიორგი ირგვლივ მყოფთათვის გადაშლილი წიგნები იყვნენ,რომელსაც მხოლოდ წაკითხვა უნდოდა, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა, ბევრს ისინი არც კი შეუმჩნევია.

როგორც ვიცით,  ქვრივს მკაცრი ხასიათი ჰქონდა და ასევე გააჩნდა თავისი შეხედულებები იმ გარემოსა და გარშემომყოფებზე სადაც თავადვე ცხოვრობდა. მაგალითად, თვლიდა, რომ ტბილი სიტყვა თავის მოსატყუებელი და რეალობასგან გასაქცევი საშუალება იყო.  „ტკბილი სიტყვა რა არისო!“-იტყოდა ხოლმე,-  ამ გამწარებულს წუთისოფელში ტკბილი სიტყვა სხვა რა არის,რომ სიტყვა იყოს,რას მიქვიან ტკბილი სიტყვა თვალთმაქცობაა,სხა რაფერი.ტკბილი სიტყვა ნუგეშია,კაცს გულს მოჰფხანს.გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა!ფხანა ქეცმა იცისო…!“

ოთარაანთ ქვრივს ურყევი ხასიათი  და მყარი ფსიქოლოგია გააჩნდა.   ეს იგრძნობოდა მთელი ნაწარმოების მიმდინარეობისას. იმ მდგომარეობაშიც კი, როდესაც ქვრივს თითქოს ყველაფრის იმედი ჰქონდა გადაწურული, შინაგანად მაინც ძლიერი რჩებოდა. მას საიქიო ცხოვრებაში საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის იმედი აძლებინებდა.

მე ვფიქრობ ოთარაანთ ქვრივის დახმარებით, ავტორს ბევრი რაღაცის თქმა სურდა მკითხველისთვის, იგი ქვრივისა და გიორგი სახით გვიხატავს ადამიანის იდეალს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, მხოლოდ სიმართლით და სიკეთით. ვფიქრობ რომ ილიას ნაწარმოებები კლასიკაა. კლასიკაა იმიტომ, რომ მისი ლექსები, მოთხრობები, ლიტერატურულ–კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, პასუხობენ იმ კითხვებს, რაც ყველა დროში აქტიურია და მისახედი. ილია ჭავჭავაძის შემოქმედება დღემდე პოპულარულიდა აქტიურია.

XXl საუკუნეშიც კი შეუძლია ადამიანმა ჩაიხედოს ილიასეულ სარკეში, სადაც გამოასწორებს შეცდომებს და იცხოვრებს ღირსეულად…

Leave a comment