მგზავრის წერილები

ავტორის ფსიქოლოგიური პორტრეტი 

“მგზავრის წერილებში” ავტორი მრავალ საკითხზე გვაცნობს თავის შეხედულებასა და პოზიციას . იგი პატრიოტი ადამიანია და მის უმთავრეს სადარდებელსა და საფიქრალს სამშობლო წარმოადგენს. ილიას ახარებდა შინ დაბრუნება და თერგის ხმაურის მოსმენა. მისთვის რუსეთში გატარებული ოთხი წელი ბეწვის ხიდი იყო სიბნელესა და სინათლეს შორის. ამავე დროს კი მთელი საუკუნე სამშობლოსგან მოშორებულისათვის.a1275900650

ვლადიკავკასში რუს მეეტლესთან შეხვედრამ დააფიქრა ახალგაზრდა ილია. იგი მზადაა საკუთარი ფიქრები გაუზიაროს მკითხველს. საამისოდ მას არც გამჭრიახობა აკლია და გულიც სამშობლოს სიყვარულით აქვს სავსე. რუს ოფიცერს თავი სომეხ სოვდგრად გააცნო , რითაც თვალნათლივ წარმოაჩინა მისი ამპარტავნება და გაუნთლებობა. ილიას შეეძლო დაემტკიცებინა , რომ იმაზე ბევრად განათლებული იყო, ვიდრე მას თავი მოაჩვენა. ჩემი აზრით, იზლურის ბაღზე ულვაშებიან გენერლებსა და ლამაზმანებზე საუბრით ილიამ ჩამორჩენილი რუსეთის რეალური სახე აჩვენა და კოლონიად ქცეული საკუთარი ქვეყნის გამოღვიძება ისურვა.
ილია ყურადღებით აკვირდება გარემოს  და ადამიანებს. მისი ყურადრება სტეფანწმინდის პირდაირ აყუდებულმა მყინვარმა მიიპყრო. გულზვიადმა და ამაყმა მთამ ვერ მოხიბლა  მწერალი, განსხვავებით ხმაურიანი თერგისგან.  ლირიკული გმირს არ უყვარს მყინვარი, რადგან ის ქვეყნის ავ-კარგს მოშორებულია, თერგი კი პირიქით. ხმაურიანი მდინარე კარგად ასახავს ადამიანის გაღვიძებულ  ცხოვრებას. ლირიკული გმირისთვის მთავარი მოძრაობა , მოქმედებაა და არა ცივად და უძრავად დგომა. ამავე მიზეზის გამო არ უყვარს ავტორს ღამე, რომელიც ყოველგვარი უბედურების საწყისია და ამიტომაც შეჰყურებს იმედით დილას და, ზოგადად, მომავალს. მისი დამოკიდებულება კარგად ჩანს მის სიტყვებში: ” სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა”.

მგზავრი რეალისტურად უყურებს ყველაფერს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. მისთვის უმნიშვნელოვანესი საზოგადოების გამოღვიძება და ქართველი ხალხის ქვეყნის სამსახურში ჩაყენებაა. ილია ეძებს ადამიანს, რომელიც ძილშიც კი თავის ბედკრულ ქვეყანაზე ფიქრობს. იგი ბევრს ფიქრობს ამ საკითხზე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფიქრი საქმის გარეშე არაფერია. ამიტომ მოუწოდებს სხვას და საკუთარ თავსაც მოქმედებისკენ.

Leave a comment